პოლიტიკა
აფხაზეთი საქართველოსგან რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელის - იუსუფ ლაკაევის გადაცემას მოითხოვს

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთი, რომელმაც ამ დღეებში საქართველოს 20 წლით პატიმრობამისჯილი დამნაშავე გადმოსცა, თბილისისგან იმ ბოროტმოქმედების გადაცემას მოითხოვს, რომლებიც საქართველოში იმალებიან, მათ შორის, რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელის, იუწყება გაზეთ „ვზგლიადის“ კორესპონდენტი თბილისში.
საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა, რომელსაც აფხაზეთში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლის პროცესის ფარგლებში 25 დეკემბერს ქართულ მხარეს გადმოეცა. ცოტა ხნით ადრე სამხრეთ ოსეთმა ასევე გადმოსცა ქართულ მხარეს მის მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქე. პასუხად თბილისმა გასცა როლანდ ჟიბა, რომელიც საქართველოში იმალებოდა და რომელსაც სოხუმში რეზონანსული მკვლელობისთვის ეძებდნენ.
როგორც აფხაზეთის მხარე აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან დამნაშავეები, რომელთა გადაცემას სოხუმი მოითხოვდა და მოითხოვს. მათ შორის - რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელი. აფხაზეთი იუწყება, რომ დაჟინებით მოითხოვს მათ გადაცემას მოლაპარაკების ფორმატის ფარგლებში.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი და მისი მეუღლე ოლგა სოხუმში 2013 წლის 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გროზნოს მკვიდრმა იუსუფ ლაკაევმა ჩაიდინა. მოგვიანებით ის ბათუმში დააკავეს და გაასამართლეს - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლის დაჭრისთვის.