სამართალი
ზვიად რატიანი - ვიყავი მსუბუქად ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქურთუკის ფერი არ მოეწონათ

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ვიყავი მსუბუქად ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ, - ამის შესახებ პოეტმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგოც რატიანი ამბობს, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად, თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება.
როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“, - აღნიშნავს რატიანი.
პოეტის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.