საზოგადოება
რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო (ვიდეო)

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა. რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო (ვიდეო იხ. აქ).
ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ლაშა შავდათუაშვილმა - ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.