პოლიტიკა
ტრამპმა პუტინს უთხრა, რომ ის და ამერიკული დაზვერვა მოხარული იყვნენ, ამდენი სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებოდნენ

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. „რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკა, რათა სანკტ-პეტერბურგში მსხვილი ტერორისტული აქტის მზადების შესახებ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ რუსეთის გაფრთხილებისთვის მადლობა გადაეხადა“, - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ „შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო ტერორისტების შეპყრობა უშუალოდ შეტევის წინ, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეეძლო“. „რუსეთის მხრიდან არავინ დაღუპულა, ტერორისტები კი დაპატიმრებული არიან. პრეზიდენტმა ტრამპმა შეაფასა შემდგარი საუბარი და პრეზიდენტ პუტინს აუწყა, რომ ის და ამერიკული დაზვერვა მოხარული იყვნენ, ამდენი სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებოდნენ“, - ხაზგასმულია შეტყობინებაში.
როგორც თეთრი სახლი იუწყება, საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა „ხაზი გაუსვა აშშ-ის და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ტერორისტებზე გამარჯვებისთვის, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი“. „ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არის იმ პოზიტიური შედეგების მაგალითი, რომელთა მიღწევა შეიძლება, როდესაც ორივე ქვეყანა ერთად მუშაობს“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.