საზოგადოება
2017 წლის ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 24, 8%-ით გაიზარდა, გზავნილების მოცულობით 1 ადგილზე რუსეთია

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. 2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 122,1 მილიონი დოლარი (326,3 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ეს 24,8% პროცენტით  (24,3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების 32,1 პროცენტი (39,1 მილიონი დოლარი) რუსეთზე მოდის,  მეორე ადგილზეა იტალია – 12,9 მილიონი დოლარით (10,5%),  მესამე პოზიციას კი 12,5 მილიონი დოლარით საბერძნეთი იკავებს (10,2%). 11,6 მილიონი დოლარი საქართველოში აშშ-დან ჩაირიცხა, 11,5 მილიონი კი - ისრაელიდან.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19,9 მლნ აშშ დოლარი (53,1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად გასული წლის ნოემბერში გადარიცხული 17,1 მლნ აშშ დოლარისა (42,3 მლნ ლარი).