საზოგადოება
გინდათ, რომ ჩვენთან მოედნებზე ათობით სააკაშვილმა ირბინოს? - პუტინმა განაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე უკრაინული სცენარის გამეორებას არ დაუშვებს. და საქართველო - დაუშვებს?

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში გამართულ მე-13 ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის შეკითხვას, რომ რუსეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებელია ოპოზიციის კანდიდატებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნა - უპასუხა:
„აქ უკვე დასვეს შეკითხვა უკრაინის შესახებ. გინდათ, რომ ჩვენთან მოედნებზე ათობით სააკაშვილმა ირბინოს?! აი ისინი, ვინც თქვენ ახსენეთ, რუსული გამოშვების სააკაშვილები არიან. და გინდათ, რომ ასეთმა სააკაშვილებმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ? გინდათ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მაიდნები გადავიტანოთ?! რომ ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები იყოს?!
ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, თქვენ ამ ყველაფრის დაბრუნება გინდათ? დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ სურს და ამას არც დაუშვებს!”.
„კონკურენცია უნდა იყოს და ის იქნება. გარწმუნებთ, ხელისუფლებას არავისი არ ეშინოდა და არც ახლა ეშინია“,  -
დასძინა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ „ოპოზიცია მკაფიო და ხალხისათვის გასაგები პოზიტიური პროგრამით უნდა გამოვიდეს“.