საზოგადოება
გაიზარდეთ, ბოლოს და ბოლოს! გადაშალეთ ეს ფურცელი! - პუტინის პასუხი პოლონელებს, რომელიც ქართველებსაც ეხება

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში გამართულ მე-13 ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავში ვითომდა დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე პოლონელი ჟურნალისტის ანჯეი ზაუხას შეკითხვის პასუხად განაცხადა:
„ამ ბლეფით დავიღალეთ! რაღაც სისულელეა! უაზრობას ჩმახავენ... თუ ბორტზე აფეთქებები იყო, ვნახოთ, საიდან აფრინდა თვითმფრინავი, მოსკოვიდან თუ ვარშავიდან? ვარშავიდან. ესე იგი, ისინი იქ ჩადეს! რა, ჩვენ შემოვიპარეთ თქვენთან ვარშავაში?! ადექით და თქვენთან ეძებეთ! თანაც არავითარი აფეთქებები არ ყოფილა, ეს ყველაფერი ექსპერტების შესწავლილია - რუსებისაც, პოლონელებისაც, შესწავლილია ძალიან ყურადღებით.
უბედურება, კატასტროფა - ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ. მაგრამ არა, შიშველ ადგილზე პრობლემა უნდა შეიქმნას! თუ ტრაგედია არსებობს, მას ისე უნდა მიუდგე, როგორც ტრაგედიას. გინდათ, პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობა დამატებით გაართულოთ?! რისთვის?! რომ ვიღაცის რეიტინგი ასწიოთ?! მაგრამ ასე მგონია, რომ რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლა. გადაშალეთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ფურცელი! გაიზარდეთ! ზრდასრულები გახდით, რათა პოლონელი ერის ინტერესებს უპასუხოთ. გამოკიდება, რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის შემდგომი რღვევა პოლონეთს არ წაადგება. რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგა პოლონეთში, რამდენი წარმოების განვითარება შეიძლებოდა რუსეთთან თანამშრომლობით... ჩვენ პოლონეთისგან არაფერი გვჭირდება, ჩვენ მასთან ურთიერთობის განვითარება გვსურს!“.