სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი დანიშნა

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი.
ეკატერინე მაჭავარიანი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია. 2005–2006 წლებში იგი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო.
2006-2007
წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო.
2009-2017
წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს.