აქტუალური
საქინფორმი საიდუმლოდ აცნობებს ლევან იზორიას, რომ „ჯაველინი“ ერთნაირი წარმატებით ანადგურებს ჯავშანტექნიკას როგორც შეტევის, ისე თავდაცვის დროს

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რაკეტსაწინააღმდეგო საზეტიტო ანტისატანკო სისტემა „ჯაველინები“ არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება. ის არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული  - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს ჯაველინთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც საქართველომ შეიძინა ან მომავალში შეიძენს, იქნება ვდაცვითი ხასიათის იარაღები.
ანტისატანკო სისტემაჯაველინებიარ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება. ის არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები, თავდაცვითი ხასიათის იარაღები. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ, ეს გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა ჯაველინების სახით“, – განაცხადა მინისტრმა.
საქინფორმი საიდუმლოდ და სიხარულით აცნობებს ლევან იზორიას (თუ მან, რა თქმა უნდა, არ იცის), რომ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ (FGM-148 Javelin) ერთნაირად ეფექტიანად ანადგურებს მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებს, ვერტმფრენებს და სხვა პატარასიჩქარიან დაბლა მფრინავ სამიზნეებს როგორც შეტევის, ისე თავდაცვის დროს.
ან იქნებ ჟურნალისტებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვები არასწორად გაიგეს? იქნებ იზორიამ, უბრალოდ, პირობა დადო, რომ პირველი არ ესვრის რუსულ ტანკებს, სანამ ისინი თვითონ არ წამოვლენ თბილისზე?