პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისა და ოპონენტების დევნისთვის გამოიყენა, შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ სწრაფვასთან.
"ესტონეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსაკენ სწრაფვის ურყევი მხარდამჭერი. ჩვენ მივესალმებით და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას და ვემხრობით მის ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.
ნამდვილი მეგობარი გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ ამბობს მხოლოდ იმას, რისი გაგონებაც გვსურს, არამედ იმითაც, რომ ამბობს იმას, რისი გაგონებაც აუცილებელია. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა", - ნათქვამია მიმართვაში.