აქტუალური
„უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის დასათმობად გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში გაეცვალათ“ - სკანდალური განცხადება

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. "არჩევანის“ ეთერში ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს შორის გარიგება დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის არა ექსტრადირებას, არამედ დეპორტირებას გეგმავდნენ.
გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ის მფლობელი გია ყარამანიშვილი უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს მასზე ზეწოლის განხორციელებას სთხოვდა.
მათ პირდაპირ მოსთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში, რუსთავი 2-ის დასათმობად, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და განმარტა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ ზეწოლისთვის მზად იყო.
რას ვიღებდით სანაცვლოდ? ვიღებდით ქართული ოპოზიციის ლიდერს, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციის მთავარ ლიდერს ქართულ ციხეში და ვიღებდით, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციური აზრის მთავარ ლიდერს დახურულს, ამას ვიღებდით ერთდროულად, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც საქართველოს მოსამართლეებს მიმართა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.