საზოგადოება
2017 წლის 11-დან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილ გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა”, - იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისისენაკილესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით იკრძალება.