აქტუალური
“ეს არის ის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სადამფუძნებლო პრინციპებს” - მიხეილ ჯანელიძე

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს შემადგენლობაში საერთაშორისო საზოგადოება მოიაზრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება .. რეალობის დაკანონებას, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, – განაცხადა ჯანელიძემ.