საზოგადოება
„დღეს მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ, და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება!“ - გიორგი გახარია

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, თითქოს მას 2000 წელს რუსეთის მოქალაქეობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა.
ძალიან აქტუალური ხდება ეს საკითხი, ამაზე პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ - დღეს მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ, და ის, რომ დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება!, – აღნიშნა გახარიამ.