აქტუალური
რექს ტილერსონი: ნატოში საქართველოს გაწევრიანებას აშშ მხარს უჭერს

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტილერსონმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართა. სხდომაზე ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდნენ.
"საქართველოსთან პარტნიორობა ნატოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია," - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტერიალს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც.