პუბლიკაციები
მოზარდები არა მარტო ერთმანეთს დახოცავენ დანებით, არამედ მასწავლებლებსაც ესვრიან, როგორც ამერიკაში! - საქინფორმი

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მთელი საქართველო შეძრა იმ ფაქტმა, რომ გასულ კვირას, დღისით-მზისით ორი ელიტარული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ცენტრში „გარჩევა“ მოაწყვეს, რომელიც დანებით ჩხუბში გადაიზარდა და განსაკუთრებული სისასტუკით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი უფროსკლასელის დაღუპვით დამთავრდა. საავადმყოფოში მისულმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის „შეძრწუნებული  და შეშინებულია, როგორც ყველა“...
საოცარია, რამ გააკვირვა ქვეყნის პრეზიდენტი და შოკირებული ქართველი საზოგადოება?! განა მსგავსი ინციდენტები დიდი ხანია, ნორმად არ იქცა ნანატრ ევროპაში და აშშ-ში, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებლებს პისტოლეტებით და ავტომატებით ხოცავენ?! განა ჩვენ, ვინც მრისხანედ უარვყავით საკუთარი საბჭოური წარსული, არ გვინდა, ყველაფერში ჩვენს დასავლურ „მეგობარ-პარტნიორებს“ ვგავდეთ, განა შვილებს „ევროატლანტიკურ ფასეულობებზე“ არ ვზრდით?!
განა საკუთარი ხელით არ დავანგრიეთ უმაღლესი და საშუალო განათლების აპრობირებული სისტემა, მეცნიერებათა აკადემია, კვლევითი ინსტიტუტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო შენატროდა, სკოლა კი გაუგებარ თავყრილობად გადავაქციეთ, სადაც ბავშვებს ისტორიის გაყალბებული სახელმძღვანელოებით „ასწავლიან“?!
თუკი ჩვენი შვილები სკოლაში ცოდნის შესაძენად დადიან, მაშინ რისთვის არიან იქ სკოლის მანდატურები - ზედამხედველები, როგორც ციხეში?! განა მასწავლებლებისადმი პატივისცემის და ცოდნის ჩანერგვა ძალით შეიძლება?!
და რა ფასეულობებზე ვზრდით ბავშვებს ოჯახში? მაგალითად, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძეები და ოჯახის მეგობრები ქუჩური გაგების ხალხია, რომლებიც პოლიციამ ბევრჯერ დააკავა იარაღით საქმის გარჩევების და ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მაგრამ სასამართლო მაღალი ზეწოლის ქვეშ მალევე ამართლებდა და ათავისუფლებდა! „დონ მარგველი“, როგორც მას „ოქროს ახალგაზრდობის“ „დაკრიშვისთვის“ შევარქვით, რატომ მაშინ არ იყო „
შეძრწუნებული  და შეშინებული“, არამედ მთავრობას და სამართალდამცველ ორგანოებს „მართვის არადემოკრატიულ მეთოდებში“, „ერთპარტიული დიქტატურისკენ უკანსვლასა“ და „პოლიტიკური მოტივით მისი ოჯახის რეპრესიებში“ ადანაშაულებდა?!
ის „
შეძრწუნებული  და შეშინებული“ არც მანამდე ყოფილა, როდესაც საქართველოს განათლების მინისტრობისას ვერ ამჩნევდა, რომ საქართველოს სკოლებში, განსაკუთრებით უფროს კლასებში, სწავლებას უკვე დიდი ხანია, ფორმალური ხასიათი აქვს და მოსწავლეებს სკოლის სააკაშვილის მანდატურებიც კი ვერ უმკლავდებოდნენ! მოზარდები წიგნებს არ კითხულობენ, ტელევიზორით კი „რუსთავი 2“ და სხვა ტელეარხებიც მთელი დღეები ჩააგონებენ, რომ მათი მშობლები სსრკ-ის ჩამორჩენილი გადმონაშთები არიან, რომ მართლმადიდებლობა და ერთმორწმუნეობა „რუსული პროპაგანდა“ და „კრემლის რბილი ძალაა“, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სტაჟიანი „კაგებეშნიკია“, სწორად კი დასავლეთში ცხოვრობენ!
ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველი მოზარდები ისე ცხოვრობენ, როგორც „რუსთავი 2“ ასწავლის, როგორც „თეთრი ვეშაპი“ უბრძანებს, როგორც აჩვენებს დასავლური კინოინდუსტრია და ეს მხოლოდ ქართველ ახალგაზრდობას არ ეხება...
ყოველივეს ნებადართულობას და ნებისმიერი მანკიერი ვნების დაკმაყოფილებას, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის უმაღლეს სიმბოლოს, ახალგაზრდობას უნერგავენ საქართველოში ლიბერალიზმისა და გლობალიზმის ემისრები - სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“, მთავრობის უმაღლესი ეშელონები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნარკო-ინტელიგენციის „მოწინავე“ ფენა, რომლებმაც გასულ კვირას დიდი გამარჯვება მოიპოვეს!
დიახ, სამუდამო ევრომოსამართლეებმა, ანუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც ევროამერიკული სტანდარტებით სამუდამოდ აირჩიეს, გასულ კვირას საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინეს!

საქინფორმის რედაქცია