საზოგადოება
კიევისა და სრულიად უკრაინის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილს პატიებას სთხოვს

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. იმ დროს, როცა რამდენიმე მიტროპოლიტი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები - ვაშინგტონში აშშ-სადმი თავიანთ ერთგულებას და „მტერი და ოკუპანტი“ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული ინტერესების მსახურების მზადყოფნას ამტკიცებდნენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ მოისმინა კიევისა და სრულიად უკრაინის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტის წერილობითი მიმართვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატს, რომელიც 2017 წლის 16 ნოემბრით თარიღდება.  წერილი შეიცავს თხოვნას ევქარისტული და ლოცვით ურთიერთობის აღდგენისა ქრისტიანებთან, რომლებიც საეკლესიო განხეთქილებაში არიან, და „ყველა გადაწყვეტილების გაუქმების, მათ შორის სასჯელისა და მოკვეთის შესახებ...  ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის უფლისაგან ნაანდერძევი მშვიდობისა და ხალხთა შერიგების მისაღწევად“.
წერილი მთავრდება სიტყვებით: „პატიებას ვითხოვ ყველაფრისთვის, რაშიც შევცოდე სიტყვით, საქმით და ყველა ჩემი გრძნობით, და ასევე მთელი გულით, გულწრფელად ვპატიობ ყველას“.
კრება კმაყოფილებით აღიქვამს მიმართვას, როგორც განხეთქილების დაძლევისა და საეკლესიო ერთიანობის აღდგენისაკენ გადადგმულ ნაბიჯს მათი მხრიდან, ვინც ოდესღაც განუდგა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთიანობას.