პოლიტიკა
აშშ-ისთვის უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, არის პარტნიორი ქვეყანა - იან კელი

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. იან კელის თქმით, უკრაინა აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა და შეერთებული შტატები ელოდება, რომ ნებისმიერ პირთან მიმართებით საკითხი სამართლებრივად გადაწყდება.
მე არ მინახავს ეს განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, არის პარტნიორი. აშშ ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რათა უკრაინა იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა. პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერ პირთან მიმართებით საკითხები სამართლებრივად გადაწყდება“, – განაცხადა იან კელიმ.