საზოგადოება
შეიძლება, პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ - ეკა ბესელია მინიშნებებს აკეთებს

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. კითხვაზე - თუ დადასტურდება, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს შორის ახმედ ჩატაევია, იღებს თუ არაქართული ოცნებაპასუხისმგებლობას მომხდარზე? - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა:
ნუ იჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ბოლოდან კი ნუ დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას, ყველაფერს აქვს თავისი სათავე და საწყისი. მე შევეცდები, რომ ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ვიღებთ პერიოდულად, მოგაწოდოთ იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი გვარები, რომელიც სახელდება, დადასტურდება, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვახტანგ გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანახმაა, პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის ფორმატში ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.