პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა არ მალავს, რომ მთავარი „თემა, რომელიც მათ აღელვებს - აღიარების საკითხებია“

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა 26-27 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვია სამხრეთ ოსეთს და ანატოლი ბიბილოვშეხვდა. ვიზიტის  ფარგლებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის განათლებისა და სოფლის მეურნეობის დარგებში თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
„ჩვენ ვქმნით პირობებს, რომ ჩვენი ქვეყნები შედგეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობა ინტენსიურად განვითარდეს. ჩვენი ხალხების ისტორიას სიღრმისეული ხასიათი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა არა მარტო ჩვენ, არამედ მომავალმა თაობებმაც გააგრძელონ. ხოლო იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს, უნდა შედგეს ჩვენი სახელმწიფოები. თემა, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს - აღიარების საკითხებია. იმ სამუშაოს ინტერნსიურობა, რომელსაც ჩვენი საგარეო უწყებები ატარებენ, საკმაოდ ინტენსიურია“, - განაცხადა ხაჯიმბამ sputnik-abkhazia-სთან კომენტარში, როდესაც ცხინვალში შეხვედრების შედეგებს აჯამებდა.
რაულ ხაჯიმბას თქმით, „მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის - რუსეთის აღიარება არ ნიშნავს, რომ აღიარების პროცესი უნდა შეჩერდეს“: „მუშაობა დღესაც გრძელდება, უკვე არსებობს გარკვეული ნამზადები ჩვენი სახელმწიფოების შესაძლო აღიარების მხრივ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი პროცესის მიწმეები ვიქნებით“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.