საზოგადოება
„ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება“ - პატრიარქის მოსაყდრე რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე ლაპარაკობს

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას ახლო კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსულ სამღვდელოებასთან.
მეუფე შიო გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთში მან, უბრალოდ, განათლება მიიღო.
ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება, - განაცხადა მეუფე შიომ.