პოლიტიკა
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებული ჯგუფი ჩატაევის რაზმი იყო

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. კასრელიშვილის განცხადებით, თუ ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევიც არის, მაშინ ქვეყანას საქმე გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხესთან აქვს. ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ძალები, რომლებმაც საშუალება მისცეს ტერორისტთა შავ სიაში მყოფ ჩატაევს სამი ქვეყნის საზღვრის უვნებლად გადაკვეთის, - განაცხადა კასრელიშვილმა.
ჩვენი ვერსიით, ორი მიზანი ამოძრავებდათ. ერთი იყო მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება საქართველოს ციხიდან, და მეორე - რუსეთში გადასვლა. რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და რომელსაც უფრო იოლად მოახერხებდნენ, მას გააკეთებდნენ. როგორ აპირებდნენ ციხიდან გამოხსნას თავისი თანამებრძოლისა, რომელიც დაკავებულია პანკისის ხეობიდან, ორი ადამიანი? სავარაუდოდ, მათ უნდა მძევლები აეყვანათ და შემდეგ, როცა მძევალი გყავს, შეიძლება აიძულო, დათმობაზე წავიდეს. მაგრამ მერე ვეღარ გადავიდოდნენ, ვერ გავიდოდნენ, რომც გაეთავისუფლებინათ მეგობარი, მერე გადაადგილება უკვე გაკონტროლდებოდა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციური გაერთიანების სპეცდანაყოფების მიერ,“ - განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.