სამართალი
დათა ახალაიამ არ უპასუხა შეკითხვას, ოქროყანის ტერიტორიაზე მიუყენებია თუ არა შეურაცხყოფა სანდრო გირგვლიანისთვის ან სხვა პირისთვის

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ არ უპასუხა პროკურორის შეკითხვას, თანამშრომლებთან ერთად მიუყენებია თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ოქროყანის ან მიმდებარე ტერიტორიაზე სანდრო გირგვლიანისთვის ან სხვა პირისთვის.
ვინაიდან მე ვარ მსჯავრდებული და ბრალდებული საქმის ამ ეპიზოდზე, პასუხს არ გავცემ”, – განაცხადა დათა ახალაიამ.
მან ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, რამდენად ხშირად იმყოფებოდა თაკო სალაყაიასა და ვასილ სანოძესთან ერთად, მაგალითად, „შარდენ ბარში“.
ჩემს საწინააღმდეგოდ მე თქვენ ჩვენებას აქ არ მოგცემთ”, – განაცხადა ახალაიამ.
ბრალდების ინფორმაციით, 2006 წლის 28 იანვარს დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და შეტყობინებაა განხორციელებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია გუშინ იკითხებოდა. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა დისტანციურად,სკაიპისმეშვეობით მიმდინარეობდა.