პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს! - იან კელიმ ნინო გვენეტაძე თანამდებობაზე დატოვა

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დახურული აუდიენციის შემდეგ გააკეთა. იან კელიმ განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრისას განხილული იყო ბოლო პერიოდში მედიაში გავცელებული ინფორმაცია ნინო გვენეტაძის ვადაზე ადრე წასვლის შესახებ. ელჩი განმარტავს, რომ ის მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში.
ნინო გვენეტაძის და იან კელის შეხვედრა ამერიკის ელჩის ინიციატივით გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გვენეტაძემ მედიასთან განმარტება არ გააკეთა. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვისაუბრეთ კანონის უზენაესობის საკითხებზე, განვიხილეთ ბოლოდროინდელი განცხადებები, მან განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის: ნინო გვენეტაძემ, რომელიც ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 9 ნოემბერს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.