სამართალი
თამაზ მეჭიაურს დაცარიელებული ბიუჯეტი და საეჭვო ტენდერები დახვდა - თიანეთის მერი ქუცნაშვილის ინტერესებზე ლაპარაკობს

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე ლაპარაკობს. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტი პრაქტიკულად მთლიანად არის ათვისებული. მუნიციპალიტეტს აღარ აქვს სოციალური დახმარებებისთვის თანხა, გარე განათება მთელ რაიონში, შესაძლოა, ხვალაც გაითიშოს, კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტში მიზერი თანხაა დარჩენილი. ამოწურულია წარმომადგენლობითი ხარჯებიც, რომლის ძირითადი ნაწილი, თამაზ მეჭიაურის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინტერესებს მოხმარდა. თიანეთის მერი საეჭვო ტენდერებსაც ახსენებს, რომლებშიც ყოველ ჯერზე ერთი და იგივე კომპანიაა გამარჯვებული.