საზოგადოება
სამყაროს აღსასრული ცოდვებით დამძიმებულმა ადამიანებმა მოაახლოვეს, განსაკუთრებით საჯარო მოღვაწეებმა - პოლიტიკოსებმა და ინტელიგენციამ! - სრულიად რუსეთის პატრიარქი პატრიოტებს სამყაროს აღსასრულის წინ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. „ყველა ის ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, ერთად უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანთა ცივილიზაციების განვითარების კრიტიკულ პერიოდში შევდივართ. ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს... ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ისტორიის მრისხანე მომენტების მოახლოება, რომლებზეც თავის გამოცხადებაში ამბობდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი“, - ბრძანა პატრიარქმა მაცხოვრის ტაძარში საღვთო ლიტურგიის შემდეგ. მისი თქმით, ქრისტიანული სწავლების თანახმად, სამყაროს აღსასრულის მოახლოება და დაშორება თავად ადამიანებზეა დამოკიდებული. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მოუწოდა თითოეულს, განსაკუთრებით საჯარო პირებს, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა რუსეთის და მთელი კაცობრიობის წინაშე და შეაჩერონ „ისტორიის დასასრულის უფსკრულში ვარდნა“.
„დღეს ცოდვა უბრალოდ თვალსაჩინო არ არის. თუმცა მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანები პირადი, პიროვნული ცოდვის დამალვას ცდილობდნენ. დღეს ცოდვის დემონსტრირება ყველაზე მიმზიდველი საშუალებებით ხდება - კინემატოგრაფის, თეატრის, ხელოვნების სხვა დარგების მეშვეობით. და ხელოვნება, რომელიც ადამიანის პიროვნების კულტივირების, გამდიდრების, ზეცამდე ამაღლებისთვის არის მოწოდებული, გადაიქცევა სიმძიმედ, რომელიც ადამიანს აფრენის საშუალებას არ აძლევს. ვგულისხმობ არა მთლიანად ხელოვნებას, არამედ იმას, რომელიც ბოლო წლებში აცხადებს თავის რაღაც განსაკუთრებულ როლზე, განსაკუთრებულ უფლებაზე, ადამიანებთან ცდუნება და ცოდვა მიიტანოს, ისინი გზას ააცდინოს“,
- აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
მისი აზრით, რუსეთში ინტელიგენციის ძალიან დიდი ნაწილი „თავისი წინამორბედების შეცდომას იმეორებს, რომლებმაც ქვეყანა რევოლუციური მოვლენების დაღუპვამდე მიიყვანეს“. „დღეს ის დრო არ არის, რომ ადამიანური ვნებების ნავი ვარყიოთ, იმიტომ რომ ადამიანზე ისეთაც მეტისმეტად დიდ უარყოფით გავლენას ახდენენ, რომელიც მის სულიერ ცხოვრებას ანგრევს“, - ხაზი გაუსვა პატრიარქმა კირილმა.