პოლიტიკა
ბექა მინდიაშვილი: „კავკასიური სახლი“ „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დაჯილდოვდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ნაირა გელაშვილს ჯილდო მაშინ დაებრუნებინა!

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გადაწყვეტილებას ომბუდსმენისგან დამოუკიდებლად იღებს, – ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ ბექა მინდიაშვილმა განაცხადა, - ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოში შემავალი 32-მდე რელიგიური გაერთიანება იღებს. სხდომას 22 რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდასამნიძემ და ბოკერიამ კი 8-8 ხმა მიიღეს და საბჭომ გადაწყვიტა ორივეს დაჯილდოება“.
რაც შეეხება ნაირა გელაშვილის გადაწყვეტილებას, ბექა მინდიაშვილის აზრით, ლოგიკური იქნებოდა, გელაშვილს ჯილდო 2010 წელსვე დაებრუნებინა.
„2010 წელს კავკასიურმა სახლმა ეს ჯილდო მიიღოთავისუფლების ინსტიტუტთანერთად. შესაბამისად, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ჯილდო მაშინ დაებრუნებინა“, – აცხადებს მინდიაშვილი.
როგორც დღეს საქინფორმი იუწყება, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო პროტესტის ნიშნად დაუბრუნა.