საზოგადოება
1$ - 2,73 GEL - ბენზინი გაძვირდა - მოსახლეობა ღატაკდება, ბანკები მდიდრდებიან - „ქართული ოცნება“ განმარტებას ეროვნულ ბანკს სთხოვს

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ ლარის გაუფასურების მიზეზთან დაკავშირებით განმარტებას ეროვნული ბანკისგან ელოდება.
ერთთვიანი რყევა, ეს უკვე მოკლევადიანი არ არის და საინტერესოა მათი პოზიციის მოსმენა... ვფიქრობ, მიზეზები გასარკვევია, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი არის ქვეყანაში მთავარი რეგულატორი და ჩვენ რასაც ვუყურებთ, მოსახლეობა ღატაკდება, ბანკები მდიდრდება. ორივე რომ კარგავდნენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანები გაგებით მოეკიდონ, მაგრამ ვიღაცის ხარჯზე ვიღაც რომ მდიდრდება, ვფიქრობ, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ.