სამართალი
პარიზში დაკავებულ 35 მძარცველს, კონტრაბანდისტსა და რეკეტიორში 25 ქართველია, მათ შორის - 5 „კანონიერი ქურდი“

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. პარიზში სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების - საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის 35 წარმომადგენელი დააკავეს, რომლებიც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ. 25 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდი“ - თბილისის, ქუთაისის და სოხუმის მკვიდრნი, აგრეთვე 8 ქალი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ბინებისა და ჯიბის ქურდობაში, მაღაზიების ძარცვაში, გამოძალვასა და კონტრაბანდაში. ოპერაციის მსვლელობისას პოლიციელებმა ამოიღეს 70 ათასი ევრო, იარაღი, და დააყადაღეს 200 ათასი ევრო ეჭვმიტანილთა ანგარიშებზე. ბოროტმოქმედებმა, ასევე, შეიმუშავეს „ატკატების“ სქემა - ფიქტიურ სამშენებლო კომპანიებს არეგისტრირებდნენ, რომელთა მეშვეობით მსხვილ თანხებს ათეთრებდნენ.
საფრანგეთის გარდა, ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა იტალიაშიც, კალაბრიას რეგიონში, სადაც ზოგიერთი დაკავებული უძრავ ქონებას ფლობს. საფრანგეთის და იტალიის გარდა, დამნაშავეებს მსხვილი უძრავი ქონება პორტუგალიაშიც ჰქონდათ.