უცხოეთი
აშშ-ის ბირთვული ძალების მეთაური აცხადებს, რომ ბირთვული შეტევის შესახებ პრეზიდენტის ნებისმიერ უკანონო ბრძანებას შეეწინააღმდეგება

       საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების ბირთვული ძალების მეთაური აცხადებს, რომ ბირთვული შეტევის შესახებ პრეზიდენტის ნებისმიერ უკანონო ბრძანებას შეეწინააღმდეგება.
განცხადება ამის შესახებ ჯონ ჰაიტენმა კანადაში, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, გააკეთა.
საჰაერო ძალების გენერლის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მსგავს შემთხვევაში ლეგალური ალტერნატივის მოძებნას შეძლებენ.
ჰაიტენის თქმითვე, თუ ადამიანი უკანონო ბრძანებას აღასრულებს, ის ციხეში მოხვდება.

rustavi2.ge