პოლიტიკა
აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს, ვიდრე იგი ნატოს წევრი არ გახდება! - იან კელი

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ აშშ-ის სახელით საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში აგვისტოში ყოფნისას ზუსტად ეს დააფიქსირა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატოს წევრი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ამისთვის ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის საჭირო, - განაცხადა იან კელიმ.