პოლიტიკა
რფ-ის თავდაცვის სამინისტრო: აშშ პირდაპირ უჭერს მხარს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს სირიაში - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „გასული კვირის ბოლოს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ქალაქ აბუ-ქემალის გასათავისუფლებლად გამოავლინა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან პირდაპირი ურთიერთქმედების და მათი მხარდაჭერის ფაქტები „საერთაშორისო კოალიციის“ მხრიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით. ამერიკელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებისთვის ავიადარტყმების მიყენებაზე, რომლებიც აბუ-ქემალიდან უკან იხევდნენ, იმ საბაბით, რომ, მათი მონაცემებით, ბოევიკები „ნებაყოფლობით ბარდებიან ტყვედ“ და ახლა „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“ ჟენევის კონვენციის დებულებას ექვემდებარებიან. „აბუ-ქემალიდან უკან დახევის დროს სამთავრობო ძალების დარტყმების ქვეშიდან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების უსაფრთხოდ გამოსაყვანად კოალიციის ავიაცია ცდილობდა, ამ რაიონში მოქმედი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებისთვის დაბრკოლებები შეექმნა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
იხ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო: ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ავტოკოლონა, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ-ქემალიდან გამოდის და სირია-ერაყის საზღვრის მხარეს მიემართება