საზოგადოება
ვეტო-პრეზიდენტი მარგველაშვილი მოულოდნელად მთავრობაში ცვლილებებს მხარს უჭერს, ხოლო ფუნქციადაკარგული უშიშროების საჭოს მდივანი ყურადღებას „რუსულ საფრთხეზე“ ამახვილებს

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე! მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს“ - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.
მაგრამ პრეზიდენტთან არსებული საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დღეს უკვე ნათელია, თუ წლების განმავლობაში რატომ არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში.
ახლა ამ სტრუქტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, - აცხადებს დავით რაქვიაშვილი.