აქტუალური
აფხაზეთში ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ ვაქამ განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს მხრიდან ზეწოლას განიცდის მას შემდეგ, რაც 2009 წელს აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. "ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით ზეწოლის ქვეშ. ქრთამის აღების მცდელობებიც იყო, თუმცა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. ეს სიტუაცია შანტაჟს ჰგავდა", - განაცხადა კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტმა.
აფხაზეთს ნაურუს პრეზიდენტი ვაქა ე.წ. ოფიციალური ვიზიტით 12 ნოემბერს ეწვია.
2009 წლის 15-16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ.