უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო რვა თვის განმავლობაში მეოთხე შეხვედრას გამართავენ

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბოლო რვა თვის განმავლობაში მეოთხე შეხვედრას გამართავენ. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ქალაქ სოჭში შეხვდებიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა სირიის კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი მოქმედებების განსაზღვრა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა იქნება.
პრეზიდენტები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზეც ისაუბრებენ.
გავრცელებული ცნობით, სოჭის მოლაპარაკებების დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა ასევე ვაჭრობის ზრდის პერსპექტივები და თანამშრომლობა ენერგეტიკის საკითხებში იქნება.

1tv.ge