პოლიტიკა
თბილისში, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩს პროტესტით მიმართავს

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ბერლინის კედლის ფრაგმენტის გარშემო გამოფენასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს. საგანგებო განცხადება ექსპრეზიდენტის ოჯახმა გასულ შაბათს გაავრცელა.
გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს. თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენისანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.