პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა და საქართველო გაერთიანდება, როგორც გერმანია, მაგრამ გაკვირვებულია შევარდნაძის როლის უგულებელყოფით

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა, ყველას „ღირსშესანიშნავი დღე“ მიულოცა.
„2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ...
...მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია...“, – განაცხადა, კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილმა.
ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია.
გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება.