სამართალი
თელავში, თბილისის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსახელოსნოებთან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მათივე თქმით, გარდაცვლილი მინის საჭრელ სახელოსნოში მუშაობდა, რომელიც დაქირავებული ჰქონდა. თვითმხილველთა მონაყოლით, თოფის გასროლის ხმა ახლოს მცხოვრებმა სახელოსნოს მესაკუთრემ გაიგონა და მომაკვდავი მამაკაციც პირველად მან ნახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.