პოლიტიკა
ეს სააკაშვილის ხელწერაა! – საქინფორმი მიუთითებს ორი ინციდენტის უცნაურ დამთხვევაზე 2017 წლის 7 ნოემბერს კიევსა და თბილისში

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. კიევში, სადაც სააკაშვილი „მაიდანობს“ ხელისუფლების დაპყრობის მიზნით, 2017 წლის 7 ნოემბერს, როდესაც უმაღლესი რადასთვის წაყენებული მისი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ოქტომბრის რევოლუციის მე-100 წლისთავზე, უცნობმა ვანდალებმა ცემენტი გადაასხეს „მარადიული ცეცხლის“ მემორიალს მარადიული დიდების პარკში და იქვე დატოვეს 3 წყვილი სამშენებლო ხელთათმანი და 8 ვედრო, რომლებითაც ეს ცემენტი მიიტანეს.
თბილისში იმავე დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე უცნობებმა (ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ადგილობრივებმა) შეურაცხყოფა მიაყენეს რუს ტურისტებს, შემდეგ კი მათი ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მივიდნენ, იმავე მედიასაშუალებების ინფორმაციით, „რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები დასაკითხად პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს“.
საქინფორმისთვის უცნობია მომხდარის მიზეზი, რადგან ხულიგნებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. საქინფორმი მხოლოდ ფაქტს აღნიშნავს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მხოლოდ რუსეთიდან საქართველოს 1 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია და არცერთი მსგავსი ინციდენტი დაფიქსირებული არ ყოფილა.
საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ რუსი ტურისტების შეურაცხყოფით, მათი ავტომობილებიდან წმინდა გიორგის ბაფთების მოგლეჯით და რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის უწმაწური შეურაცხყოფის შემცველი სტიკერების დაკვრით, აგრეთვე რუსი ბაიკერების მოტოციკლებისთვის საღებავის გადასხმით 2012-2013-2014 წლებში სააკაშვილის მოიერიშე ბრიგადა „თავისუფალი ზონა“ იყო დაკავებული - მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცნობილი ნაძირალა კობა ხაბოზის ხელმძღვანელობით.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ყველაზე მეტი მომხრე ცხოვრობს/კონცენტრირებულია სწორედ მთაწმინდის რაიონში - ძველი თბილისის ცენტრში.
საქინფორმი
ხედავს კავშირს მოვლენებს შორის სააკაშვილის ახალ სამშობლოში - კიევში, და მის გამძევებელ უწინდელ სამშობლოში - თბილისში, სადაც ვითარების დაძაბვის მიზნით საბოტაჟი და პროვოკაციები უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებასთან ერთად გაძლიერდა.
მითუმეტეს, რომ სააკაშვილი, რომელსაც შერჩა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევაც, პარალიზებული კიევის ცენტრში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაც, უკრაინის ტერიტორიაზე პასპორტის გარეშე ყოფნაც და თბილისიდან მისი საქართველოში ექსტრადიციის მრავალგზისი მოთხოვნაც - არ მალავს, რომ „მალე ერთდროულად მოუღებს ბოლოს ორ ოლიგარქს - პოროშენკოსა და ივანიშვილს“.


საქინფორმი