საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს, სოციალური პოლიტიკის მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს, სოციალური პოლიტიკის მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. პავლო როზენკომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, გაიზიაროს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით საქართველოში არსებული თანამედროვე პროგრამები. შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამაზე მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.