პოლიტიკა
აზრიც კი არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საცხოვრებლის ყიდვა აფხაზეთის მოქალაქეობის გაფორმების პროცესს მიებმება! - ვახტანგ ფიფია

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ვახტანგ ფიფიამ მოუწოდა, აფხაზეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებში „არ ეძებონ შავი კატა ოთახში, სადაც ის არ არის“. ასეთი განცხადება მან აფხაზეთ-რუსეთის VIII საქმიანი ფორუმის იუწყება sputnik-abkhazia.
„ასე, მაგალითად, აზრიც კი არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საცხოვრებლის ყიდვა აფხაზეთის მოქალაქეობის გაფორმების პროცესს მიებმება! მსგავსი შემოგდებები მხოლოდ ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას, ისევე როგორც სქემები, რომელთა გამოყენებას ახლა ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე პირადი გამდიდრებისთვის ცდილობს“, - თქვა ფიფიამ და დასძინა, რომ „ასეთი სქემების აღკვეთა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა უნდა გახდეს“.
2017 წელს ფორუმის მუშაობაში ყაბარდო-ბალყარეთის, ჩეჩნეთის და ყირიმის რესპუბლიკების, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების, ლიპეცკის, ივანოვოს ოლქების და სანკტ-პეტერბურგის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.