აქტუალური
სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - „ნაცმოძრაობის“ წევრი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგი ონიანს პროკურატურა შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.
ამავე სცენარით მოხდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად “დიჯეი რემბოს” დაკავებაც.
გიორგი ონიანის დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. „ამ ადამიანთან დიდი ხანია, კითხვის ნიშნები მაქვს. ის კადრები, რომელიც ვიხილეთ, ეს ადამიანი რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სხვადასხვა ეტაპის დროს, ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ მისი დაკავება მოხდა.
მგონი
, ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღესდღეობით დადგა ის მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.