სამართალი
„გვარამია - პიდარასტ!“ - ამ ლოზუნგით „ქართულმა მარშმა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქცია გამართა (ვიდეო)

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" აქტივისტებმა ლგბტ-ს წინააღმდეგ აქცია გამართეს ლოზუნგით „გვარამია - პიდარასტ!“, რითაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეს. ისინი ტელევიზიის მიერ ლგბტ თემატიკისთვის ყურადღების დათმობას აპროტესტებდნენ. მათ თან ჰქონდათ "ქართული მარშის" დროშები და საყვირები (ვიდეო იხ. აქ).
ორგანიზაციის წევრებმა ლგბტ თემის დროშები დაწვეს და ტელეკომპანიის ეზოში რამდენიმე ქათამი გაუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ბრიგადები.