საზოგადოება
ამ ადამიანებს სძულთ ეკლესია! ყველანაირი ბინძური მეთოდებით ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტის შელახვას! - ალექსანდრე ერქვანია

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ერქვანიას განცხადებით, საზოგადოების ნაწილი - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები - ღია სიძულვილს იჩენენ საპატრიარქოს მიმართ, რაც მიუღებელია. ამ ადამიანებს სძულთ ეკლესია... ყველანაირი ბინძური მეთოდებით ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტის შელახვას... მათი მიზანია იმ ფუნდამენტის დანგრევა, რომელზეც დგას სახელმწიფო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ პატრიარქის ავტორიტეტს, რომელიც მან 40-წლიანი მოწამეობრივი მოღვაწეობით მოიპოვა", - ამბობს ერქვანია.
მისივე თქმით, მიუღებელია თოქშოუებსა და სერიალებში ეკლესიის დაცინვა და გაქილიკება. გაფრთხილებთ, ნუ ცდით ქართველი ერის მოთმინებას", - განაცხადა ერქვანიამ პარლამენტის სესიაზე, იუწყება "პირველი რადიო".