ვარდნა გაგრძელდება მანამ, სანამ მაღალი იქნება დოლარის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე - დიმიტრი ქუმსიშვილი
საზოგადოება
ვარდნა გაგრძელდება მანამ, სანამ მაღალი იქნება დოლარის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე - დიმიტრი ქუმსიშვილი

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და როგორც კი საშიშროებას დაინახავს, რომ პროცესში უნდა ჩაერიოს, აუცილებლად ჩაერევა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ბრძოლის მთავარ მეთოდად ლარიზაციის პროგრამას ასახელებს. განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. ინტენსიური გაუფასურების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული იყო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი განმარტავს, რომ ლარის კურსის მეტად ვარდნას აღარ ელის. ეს დიდწილად დამოკიდებულია მოლოდინებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიც არის ექსპორტის მაჩვენებელი, იმპორტის, ტურიზმიდან მიღებული სახსრები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი და ვფიქრობთ, რომ ლარი უნდა იყოს სტაბილური. იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ქვევით წამოვიდეს ლარის გაცვლით კურსი”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.