აქტუალური
პარტია, რომლის თუნდაც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფრაქციას შექმნის, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს - კანონპროექტი

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორები უმრავლესობის, მაგრამ არა პარტია „ქართული ოცნების“ წევრები სიმონ ნოზაძე და გია ჟორჟოლიანი არიან, პარტიების დაფინანსებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით ის პარტია, რომლის თუნდაც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფრაქციას შექმნის, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს. ანუ, ბიუჯეტის ფულის მოსაპოვებლად 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის, საკმარისია, პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ჰყავდეს პარლამენტში, რომ სახელმწიფოსგან ფულს მიიღებს.