პოლიტიკა
პატრიარქის ციანიდით მოწამვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ის რუსეთის პატრიარქს არ შეხვედროდა და რუსეთთან და აფხაზეთთან საქართველოს პრობლემები არ გადაწყვეტილიყო! - საქინფორმი

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რატომ გამოიწვია ამხელა „შეშფოთება“ საქართველოში ე.წ. პროდასავლურ-ლიბერალურ ძალებში - ე.წ. ექსპერტებსა და თეოლოგებს შორის რუსეთის პატრიარქის მიერ საქართველოს პატრიარქის მოსკოვში დაპატიჟებამ და აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის ერთობლივად დარეგულირების შეთავაზებამ, რაზეც დღეს საქინფორმი იუწყება?!
პასუხი მარტივია: იმ პირობებში, როცა საქართველოში ყველა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე აფხაზეთთან შერიგების საქმეში სრული ბანკროტი აღმოჩნდა, როცა აშშ-ის საელჩოდან მართვადი ხელისუფლების და ოპოზიციის ფარისევლური განცხადებები აფხაზებში მხოლოდ ზიზღსა და აგრესიას იწვევს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი - ქართველი ერის სულიერი მამა - ერთადერთი ინსტიტუტიარომელსაც ამ საკითხის მოგვარება ძალუძს! თუ, რა თქმა უნდა, ილია მეორე დაეყრდნობა ძლიერ ქართველ პიროვნებებს, პროფესიონალებსა და პატრიოტებს, ვისაც სიტყვა აფხაზეთშიც ეთქმის და რუსეთშიც.
საქინფორმმა წინასწარ არ იცის - როგორ და რით  დაგვირგვინდება რუსეთის პატრიარქის ეს კეთილი, ბრძნული და ძმური ინიციატივა და რამდენად გრძელი იქნება ჩვენი გზა აფხაზეთამდე. მაგრამ დღეს უკვე ცხადზე ცხადია - პატრიარქის მოწამვლა ციანიდით სჭირდებოდათ პროდასავლურ ძალებს, ვისაც არ აწყობს საქართველოს შერიგება-გამთლიანება ნატოზე და დასავლურ ლგბტ-ფასეულობებზე უარის თქმის ხარჯზე! ილია მეორე ხომ რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან მეგობრობის აღდგენის  უკანასკნელი ხიდია და ამიტომ -  ამ ძალების მუდმივი თავის ტკივილი...