საზოგადოება
„რუსეთთან შერიგების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ - ქეთევან ციხელაშვილი

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში მიმდინარე სამდღიანი ბიზნესფორუმის „მდგრადი განვითარების მიზნების“ მონაწილეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო. ამასთან, მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების გზებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთთან შერიგების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მდგრადი განვითარების მიზნებისფორუმში, რომელიც თბილისში უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს, 25 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ექვსი პლენარული სესიის ფარგლებში ფორუმის მონაწილეები მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად მიმართულებებზე: მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხებზე იმსჯელებენ