საზოგადოება
„მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი, აფხაზეთში დასახლდნენ. სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ” – პრეზიდენტი მარგველაშვილი

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის და მისი მეუღლის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. პრეზინდენტებმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ილაპარაკეს, რაც, მათი შეფასებით, ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობის საფუძველია.
მე-19 საუკუნის 60-ან წლებში ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი, ოკუპირებულია  რუსეთის ფედერაციის მიერ. სამშობლოსთვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისთვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ურთულესი განვვლეთ და დღეს ვაძლიერებთ ერთმანეთს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.