პოლიტიკა
„თბილისის მკაცრი რეაქცია ამბოხებულ ქართულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ სიტუაციაზე შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის ანექსიის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემდა“ - პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერვიუ Deutsche Welle-ს

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილ მიაჩნია, რომ თბილისის მკაცრი რეაქცია ამბოხებულ ქართულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ სიტუაციაზე შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის ანექსიის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემდა. ამის შესახებ ქართველმა ლიდერმა DW პროგრამის ნემცოვა. ინტერვიუ-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მიმაჩნია, რომ ჩვენ მაშინ არასაკმარისად აქტიურად ვმოქმედებდით, - ხაზი გაუსვა მარგველაშვილმა, - 2008 წელს მოსკოვის პოლიტიკას ძალიან მკაცრიარარომ მოჰყოლოდა, ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებს თავიდან ავიცილებდით... საქართველოსა და ყირიმში მომხდარ მოვლენებს შორის ბევრი საერთოა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მოსკოვმა ყირიმი ოფოცოალურად აღიარა რუსეთის ნაწილად. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ რუსეთი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც იმავე პოლიტიკას არ გაატარებს: მოსკოვის მეზობელი სახელმწიფოები უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიქცნენ და პროვოკაციებს არ წამოეგო“, - გვაფრთხილებს გიორგი მარგველაშვილი.
შეკითხვაზე - როგორია საქართველოს სტრატეგიული არჩევანი - ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება თუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება - მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ბრიუსელთან ურთიერთქმედებას მოსკოვისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს: არ ვეთანხმები მტკიცებას, რომ ევროკავშირთან ან ნატოსთან თანამშრომლობა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების ხელყოფას ნიშნავს. ევროპასთან კონფრონტაცია რუსეთს პოლიტიკურს თუ არა, სულ მცირე, ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს“.